სავარაუდოდ ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაცია გელათის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პრორექტორის თანაშემწემ, ქეთევან ბაია ბოჭორიშვილმა გაავრცელა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფორმულანიუსს უთხრა, რომ ინფორმაციას აზუსტებს და დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.
გუშინ, 20 ნოემბერს ახალმა კორონავირუსმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე იმსხვერპლა.